12:09 - 26 Jan, 2026
2026-01-02 17:20:05, 737 ნახვა

კორონავირუსი/
ზელენსკიმ ბუდანოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისს ანდრიი ერმაკის ნაცვლად, ГУР-ის შეფი - კირილ ბუდანოვი ჩაუდგება სათავეში.

„მე შევხვდი კირილ ბუდანოვს და ის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავპატიჟე. უკრაინამ ახლა უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარებაზე, ასევე დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს ამ მიზნებს მოემსახურება. კირილოს ამ სფეროებში სპეციალიზებული გამოცდილება და შედეგების მისაღწევად საჭირო ძალა აქვს. მე ასევე დავავალე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან და სხვა შესაბამის ლიდერებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, განაახლოს და დასამტკიცებლად წარადგინოს ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისა და განვითარების სტრატეგიული ჩარჩო, ასევე შემდგომი ნაბიჯები“, - განაცხადა ზელენსკიმ 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics