|
2025-12-29 10:03:41, 3231 ნახვა
კორონავირუსი/ ზელენსკიმ და ტრამპმა დონბასის საკითხის მოგვარება ვერ შეძლეს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს დონბასის საკითხი ვერ მოგვარდა. ტრამპი და ზელენსკი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები დონბასის საკითხზე „შეთანხმების მიღწევასთან უფრო ახლოს იყვნენ“. „ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, მაგრამ ჩვენ გაცილებით ახლოს ვართ. ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას მოვაგვარებთ“, - თქვა მან. ჟურნალისტის კომენტარზე საპასუხოდ, რომ რუსეთის პოზიციაა, რომ უკრაინამ დონეცკის მთელი რეგიონი უნდა დატოვოს, ტრამპმა უპასუხა: „ეს არის ის, რაც მათ სურთ. მაგრამ ეს საკითხი მაინც მოგვარდება. ვფიქრობ, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“. შემდეგ, ტრამპმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების საკითხი „უახლოეს რამდენიმე თვეში“ მოგვარდება. თავის მხრივ, ზელენსკიმ დონბასის საკითხს „ძალიან რთული“ უწოდა. „თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ტერიტორიას... ამ საკითხთან დაკავშირებით რუსებთან სრულიად განსხვავებული პოზიციები გვაქვს“, - თქვა მან. „როდესაც რეფერენდუმზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი... არსებობს პარლამენტში ხმის მიცემის ან რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა“, - დასძინა ზელენსკიმ. კვირას, ფლორიდის შტატში, მარ-ა-ლაგოში, აშშ-ის პრეზიდენტის კერძო რეზიდენციაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დაიწყო. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების თანმიმდევრობას განიხილავენ. ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ პუტინს დაურეკავს. გვიან საღამოს, კიევის დროით, დასრულდა ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრა, რასაც მოჰყვა ვიდეოკონფერენცია ორ პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შორის.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

