12:09 - 26 Jan, 2026
2025-12-25 18:08:15, 10030 ნახვა

კომენტარი/
კობახიძე სურსათის ფასებზე - 86 %-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ 18 %-იან დღგ-ზე - ღიმილისმომგვრელია

86 %-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ 18 %-იან დღგ-ზე, ეს, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ფასების მატების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად ბიზნესის მხრიდან დღგ-ზე საუბარს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღგ ბიუჯეტიდან, საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები.

„დღგ არის 18 % და ფასნამატი არის 86 %. თან ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რომ დღგ ბიუჯეტიდან, საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. 86 %-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ 18 %-იან დღგ-ზე, ეს, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია,"- განაცხადა კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics