12:09 - 26 Jan, 2026
2025-12-06 09:43:18, 32458 ნახვა

სპორტი/
ვაშინგტონში 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის მატჩით გაიხსნება, რომელიც 11 ივნისს მეხიკოში, „ესტადიო აცტეკას“ სტადიონზე გაიმართება. იმავე გუნდებმა ასევე გახსნეს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში, რომელიც იოჰანესბურგში 1-1 დასრულდა.

წილისყრის შედეგად განისაზღვრა 12 ჯგუფი, თითოეულში ოთხი გუნდისგან შემდგარი. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ჯგუფში ალჟირთან, ავსტრიასთან და იორდანიასთან ერთად მოხვდა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში გაიმართება. ისტორიაში პირველად, ტურნირში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 48 გუნდიდან ორმოცდაორი დღეს გამოცხადდა, დანარჩენი ექვსი ქვეყნის ვინაობა კი მარტის ბოლოს გაირკვევა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics