|
2025-11-30 09:43:51, 24639 ნახვა
სამხედრო/ უკრაინის საჰაერო ძალების AN-124 Ruslan-ის ტიპის მძიმე-სატრანსპორტო თვითმფრინავი, საქართველოში დაეშვა
MILITARNYI-ის ინფორმაციით, როგორც ირკვევა, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა უკრაინის საჰაერო ძალების AN-124 Ruslan-ის ტიპის მძიმე-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელმაც ჩვენი საჰაერო ძალებისთვის ისრაელიდან ჩამოიტანა SPYDER-ის ჰაერსაწინააემდეგო თავდაცვის სისტემის 3 გამშვები დანადგარი, უცნობია საზენიტო რაკეტებიც “გადმოიტანეს”, თუ არა…. სამხედრო ანალიტიკური გამოცემის "ალფა სიხშირის" ინფორმაციით, საქართველოს 2020 წლის 11 სექტემბრის კონტრაქტი Rafael Advanced Defense Systems-თან მხოლოდ არსებული SPYDER-ის სისტემის ექსპლუატაციას, გარემონტებას და პერსონალის გადამზადებას ეხებოდა, რომელიც საქართველომ 2008 წელს შეიძინა. ახალი სისტემების შეძენაზე ლაპარაკი არ ყოფილა – ეს იყო $12 მილიონი დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ სისტემის მდგომარეობის აღდგენას ემსახურებოდა. 2020 წლის შემდეგ არც ერთი ახალი შეძენის შესახებ ოფიციალური თბილისისგან საჯაროდ არაფერია ცნობილია. საქართველოს 2008 წლიდან შეიარაღებაში აქვს SPYDER-Sr-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც 15 კმ-ზე მფრენ PYTHON-4-ის ტიპის სითბურთავაკიან ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს იყენებდა- სწორედ მის ანგარიშზეა რამდენიმე ჩამოგდებული რუსული მოიერიშე/ბომბდამშენი 2008 წლის აგვისტოს ომში… ფოტოზე ნაჩვენებია მომენტი, როდესაც SPYDER-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გამშვებ დანადგარებს უკრაინული თვითმფრინავის ბირტზე დასატვირთად ამზადებენ- ბენ-გურიონის აეროპორტში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

