|
2025-11-27 10:36:42, 46291 ნახვა
High - Tech/ სელფი საერთაშორისო ფესტივალის - DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია
სელფი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ფესტივალის, DataFest Tbilisi 2025-ის პარტნიორია. ფესტივალი 27-29 ნოემბერს იმართება თბილისში და სრულად ეძღვნება მონაცემებს, ხელოვნურ ინტელექტს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს მონაცემთა მეცნიერებს, AI/ML ინჟინრებს, სტარტაპებს, მკვლევარებს, მარკეტინგისა და დიზაინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და კრეატიული ინდუსტრიების სპეციალისტებს. DataFest Tbilisi წარმოადგენს პლატფორმას, სადაც განიხილება ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიმდინარე ტრენდები, სირთულეები და შესაძლებლობები. წლევანდელი თემა - AI in Focus მოიცავს პრაქტიკულ AI-გამოყენებას, ინდუსტრიაზე მის გავლენას, ეთიკურ საკითხებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც წარმოიქმნება AI სისტემების მასშტაბირებისა და ინტეგრაციის პროცესში. მონაწილეებს ასევე ელოდებათ ვორქშოფები, დისკუსიები და თემატური შეხვედრები. ფესტივალი ხელს უწყობს რეგიონში ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციების განვითარებას. „სელფი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის გავრცელებას, პროფესიული ქსელების გაფართოებას და ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას. DataFest Tbilisi სწორედ ის სივრცეა, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და გამოცდილების გაცვლა ერთიან გარემოში იყრის თავს,“ - აცხადებენ სელფი მობაილში. ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

