|
2025-09-29 17:24:11, 31310 ნახვა
რეგიონი/ ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი შენდება
ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას, 1700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს. მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მიხეილ სარჯველაძის თქმით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის - ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მინისტრის თქმით, მსგავსი მასშტაბური ინიციატივებით მთავრობა რეალურად ცვლის ათასობით ოჯახის მომავალს. პროექტს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 000 000 ლარზე მეტია. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს ოთხ ქალაქში მიმდინარეობს. მიმდინარე თვეს, ქუთაისში, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 850-ზე მეტ დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული, ახალი ბინები უკვე გადაეცათ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

