|
2025-09-08 13:12:15, 33938 ნახვა
კულტურა/ თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, სასტუმრო ტელეგრაფში, Tatuza Jazz Club იხსნება, რომელიც ლეგენდარული ბასისტის, თამაზ ყურაშვილის - თათუზას სახელს და მემკვიდრეობას ატარებს. გახსნის საღამოს 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, სცენას მსოფლიო ჯაზის სამი დიდოსტატი - სტენლი კლარკი, ბექა გოჩიაშვილი და დენის ჩემბერსი დაიკავებენ. ბილეთების შეძენა უკვე შასაძლებელია ბმულზე. თიბისი WM ვიზა ბარათით შეძენისას ბილეთზე მოქმედებს 20% ფასდაკლება, ხოლო თიბისი კონცეპტ ვიზა ბარათით შეძენისას კი მოქმედებს 15 % ფასდაკლება. საქართველოში ჯაზი ყოველთვის სცდებოდა აკადემიურ საზღვრებს — ის იყო სულიერი ენა, იმპროვიზაციის პლატფორმა, თავისუფლების ხმა. საბჭოთა წლებშიც კი, როცა კონტროლი ყველაფერ განსხვავებულს ახშობდა, ჯაზი რჩებოდა წინააღმდეგობის სიმბოლოდ, სინათლესავით მღელვარედ გაჟღერებულ იმპულსად სიბნელეში. ამ ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია თამაზ ყურაშვილს — უნიკალურ შემსრულებელს, მასწავლებელს და მოტივატორს, რომელმაც ათეულობით მუსიკოსის გზა განსაზღვრა. თათუზა გახდა ქართული ჯაზის მამა-დამფუძნებელი. კლუბის კონცეფციაზე იმუყშავა ლეგენდარულმა ფრანგმა არქიტექტორმა და აკუსტიკოსმა Xavier Fabre-მა, რომელმაც შექმნა სივრცე განსაკუთრებული აკუსტიკისთვის საჭირო იშვიათი მასალებით. ინტერიერის დიზაინი ქართველმა დიზაინერმა ქეთუნა ყრუაშვილმა გააფორმა — იმპროვიზაციისა და კონცენტრირებული მოსმენის ატმოსფეროზე მორგებული სივრცე. კლუბის აუდიო სისტემაზე კი მსოფლიოში წამყვანმა ტექნოლოგიურმა ბრენდებმა — L-Acoustics და Meyer Sound (აშშ) იმუშავა. Tatuza Jazz Club ითანამშრომლებს ცნობილ კულტურულ ორგანიზაციებთან და პრომოუტერებთან:
მათთან ერთად, კლუბი უმასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ ჯაზ არტისტებს და თბილისში ახალ მუსიკალურ ეპოქას დაიწყებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

