2025-06-16 12:45:44, 85 ნახვა
პოლიტიკა გია ვოლსკი - არავის ციხეში წასვლა არ მინდა, არც გახარიასი და არც ნებისმიერი ადამიანის
ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმა რუსეთის საოკუპაციო ხაზის გადმოწევის წინაპირობა იყო - შედეგით თუ ვიმსჯელებთ, უმძიმესია ის ვითარება, რომელიც ოკუპაციის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და რასაკვირველია იმ პერიოდის ხელმძღვანელის მიმართ დასმული კითხვები ლეგიტიმური, აუცილებელი და სასწრაფოა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაბარების საკითხს გამოეხმაურა. „გარდა ამისა, კიდევ ერთი სერიოზული შედეგია, რომელიც ახალგორის მიმართულებით მივიღეთ და თუკი რაიმე შესაძლებლობა არსებობდა, რომ ახალგორის მიმართულებით ხალხს ემოძრავა, ეს მიმართულება სრულიად ჩაიკეტა. ანუ, შედეგით თუ ვიმსჯელებთ უმძიმესია ის ვითარება, რომელიც ოკუპაციის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და რასაკვირველია იმ პერიოდის ხელმძღვანელის მიმართ დასმული კითხვები ლეგიტიმური, აუცილებელი და სასწრაფოა“, - განაცხადა ვოლსკიმ. კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ გამოცხადდება, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მას ამის მოლოდინი აქვს. „მაქვს მოლოდინი, რადგან გახარიას გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიტიკურ ველზე როგორც პოლიტიკური პარტია სრული რესურსით დარჩეს. არსებობს შეკითხვები, რომელთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პოზიცია, რომელიც მისივე ინტერესია, რომ თავის ამომრჩეველს მიაწოდოს. კომისიაზე მოსვლა, მისი აზრით, როგორც პირველ შემთხვევაში, სწორედ ეს შესაძლებლობაა, როგორმე დაამტკიცოს, რომ პირადად მისი გადაწყვეტილებები არც ამ შემთხვევაში, არც ბასიანის, არც პანკისის შემთხვევაში სრულიად სულელური ოპერაციის ჩატარების პერიოდში რაიმე კონკრეტული დავალებით გარედან განპირობებული არ იყო, არამედ იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ძალიან რთულია ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა ვფიქრობ, ეცდება - რამდენად წარმატებული იქნება არ ვიცი, რადგან შედეგი ყველა შემთხვევაში ძალიან მძიმე იყო, რაც დღესაც მძიმე ტვირთად გვაწევს, როგორც მემკვიდრეობა”, - განაცხადა ვოლსკიმ. ჟურნალისტის კითხვაზე, წავა თუ არა გიორგი გახარია ციხეში, გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ მას არც გახარიას ციხეში წასვლა სურს და არც სხვა ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ არც ის უნდა, რომ საქართველოში დანაშაულებს ისე ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ. „არ ვიცი, მე არ ვარ არც მოსამართლე და არც პროკურორი. არავის ციხეში წასვლა არ მინდა - არც გახარიასი და არც ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ არც ის მინდა, რომ საქართველოში დანაშაულებს ისე ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ. ასე რომ, სასამართლოს ფუნქციას მე ამ ტრიბუნიდან თქვენთან საუბარში ვერ შევასრულებთ”, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს. როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განმარტა, ის სხდომაზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებითაა დაბარებული, რათა დამატებით კითხვებს უპასუხოს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ თავდაცვით პაკეტს, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზად არის 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |