20:34 - 16 Jun, 2025
2025-06-16 11:07:22, 95 ნახვა

მსოფლიო/
ურსულა ფონ დერ ლაიენი - მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე, რომ უზრუნველვყოთ რეალური ცეცხლის შეწყვეტა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის მიზნით რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, ამ მიზნის მისაღწევად, სანქციები უნდა გაამკაცრონ.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა უზრუნველვყოთ რეალური ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ და ეს ომი დავასრულოთ, სანქციები ამ მიზნით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გასულ კვირას ჩვენ წარვადგინეთ წინადადება სანქციების მე-18 პაკეტის შესახებ. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს „დიდი შვიდეულიდან“, შემოგვიერთდნენ ამ მცდელობაში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა საუკეთესო ვარიანტია გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ირანი რეგიონული არასტაბილურობის მთავარი წყაროა და ჩვენ ყოველთვის ძალიან ნათლად ვამბობდით, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა ერთი მხრივ, ევროპაში არსებულ კონფლიქტებსა და მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებს შორის მზარდ ურთიერთკავშირს. ირანის მიერ შექმნილი და დამზადებული ერთი და იგივე ტიპის დრონები და ბალისტიკური რაკეტები განურჩევლად ურტყამს უკრაინისა და ისრაელის ქალაქებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, კანადა ალბერტას შტატის ქალაქ კანანასკისში „დიდი შვიდეულის“ სამიტს მასპინძლობს. სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემები ისრაელ-ირანის კონფლიქტის ესკალაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა საკითხებია. სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics