18:52 - 16 Jun, 2025
2025-06-16 10:53:52, 84 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე დაიბარა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე დაიბარა. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს, გიორგი ჭოლაძე იმ ოთახში იმყოფებოდა, საიდანაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია ბრძანებებს გასცემდა.

წულუკიანის განმარტებით, ჭოლაძე კომისიაზე 19 ივნისსაა მიწვეული.

„სხდომას 19-ში დახურავს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლაზე ისაუბრებს, ვინაიდან ის გიორგი გახარიასთან, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში. იმ ოთახში, სადაც ბატონი გიორგი გახარია იმყოფებოდა და საიდანაც ის გასცემდა ბრძანებებს. მასთან ერთად განხილული იქნება 20 ივნისი და სხვა თემები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კვლევისთვის, ვინაიდან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში, რომელიც მინისტრების, ან პრემიერის გარშემო ვითარდება,“ - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეორედ დაიბარა. წულუკიანის თქმით, გახარია კომისიის 23 ივნისის სხდომაზეა დაბარებული.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics