2025-06-16 10:43:09, 92 ნახვა
პოლიტიკა გიორგი ვაშაძე - მოლოდინი მაქვს, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება
ზუსტად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ, ამიტომ უკან დახევას არ ვაპირებთ - მოლოდინი მაქვს, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, სასამართლოში მიმდინარე პროცესები აჩვენებს იმას, რომ დღეს „ქართული ოცნება" სუსტია. „დაჩქარებული წესით აპირებენ, რომ დაამთავრონ სასამართლო პროცესი. ზუსტად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ, ამიტომ უკან დახევას არ ვაპირებთ, გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ახლო მომავალში. ეს პროცესები, რომლებიც სასამართლოში მიდის, ძალიან კარგად აჩვენებს თუ როგორი სუსტია რეჟიმი, აბა ძლიერი რომ იყოს პოლიტიკური ოპონენტებისა და ახალგაზრდების დაჭერას შეეცდებოდა? თუ მედიის გაჩუმებასა და საკანონმდებლო ბაზის გაუბედურებას? თუ პოლიციის ზურგს უკან დამალვას? არა, სუსტი რომ არის იმიტომ აკეთებს ამას. მთავარია, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ, მოლოდინი მაქვს, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება. რატომ ეჩქარებათ? არ ვიცი, მოსამართლემ თავი გაიგიჟა, თან ეს მოსამართლე არის ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი, ქართველი ადამიანი, რომელიც ახლა უნდა სწავლობდეს, ციხეში გაუშვა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს. გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ თავდაცვით პაკეტს, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზად არის 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |