2025-06-16 10:41:51, 104 ნახვა
სამართალი/ თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ და დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. ასევე, გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, მოსამართლის ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობაც დააყენა. ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს. გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ თავდაცვით პაკეტს, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზად არის 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |