2025-06-15 16:29:35, 258 ნახვა
პოლიტიკა ISSA - საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 33.0% თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მაცხოვრებელი ქვეყნის არასწორი მიმართულების განვითარებაზე მიუთითებს. კითხვაზე: თქვენი აზრით, ზოგადად, საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით, თუ თვლით, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით? საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 33.0%-ი თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 57.1% თვლის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 6.6% თვლის, რომ არცერთი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 3.3%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე. თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 19.8%-ი თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 74.0%-ი თვლის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 2.5%-ი თვლის, რომ არცერთი მიმართულებით ვითარდება. თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 3.7%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე. „რეგიონების მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 38.5%-ი თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. რეგიონების მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 50.0%-ი თვლის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. რეგიონების მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 8.4%-ი თვლის, რომ არცერთი (არ წაუკითხოთ) მიმართულებით ვითარდება. რეგიონების მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 3.1%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე“, - ნათქვამია კვლევაში. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ, თავდაცვის პაკეტია, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზადაა 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |