21:19 - 16 Jun, 2025
2025-06-15 15:10:28, 235 ნახვა

მსოფლიო/
ისააკ ჰერცოგი - ირანის თავდასხმის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ასაკის 13 ისრაელელი დაიღუპა

ბათ-იამში იმ ტერიტორიის მოსანახულებლად, სადაც ირანის სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი იმყოფებოდნენ , - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ამ ტერიტორიაზე ათობით სახლი მთლიანად დაზიანდა ირანიდან გამოშვებული რაკეტის შედეგად. ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ასაკის 13 ისრაელელი დაიღუპა - ბავშვები, ზრდასრულები, მოხუცები და ახალი მიგრანტები. რაკეტები არ არჩევენ ებრაელებს, მუსლიმებს და ქრისტიანებს. ეს ისრაელის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უნდა გამოვავლინოთ ის ემოციური და გონებრივი მდგრადობა, რომელიც ყოველთვის გვაქვს“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელის ქალაქ ბათ-იამზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველები სამ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics