18:31 - 16 Jun, 2025
2025-06-15 14:44:36, 200 ნახვა

პოლიტიკა
ISSA - არჩევნებზე ოპოზიციის მონაწილეობას მოსახლეობის მხოლოდ 54% ემხრობა - თბილისში 50%

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 54.5% ოპოზიციის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ემხრობა - კვლევის პრეზენტაცია დღეს 15 ივნისს, გაიმართა.

არსებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპოდენტი მონაწილეობდა - შედგა პირისპირი ინტერვიუ, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში.

კითხვაზე, უნდა მიიღონ თუ არა ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება: დიახ - 54,4 %,  არა - 22,3%  არ ვიცი / უარი პასუხზე - 23,2%.

ISSA-ს კვლევის მიხედვით, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში - თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე - 50%. 

რეგიონებში 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. 

ასევე, კითხვაზე, "ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუ უნდა შეწყდეს" განწყობა შემდეგი სახით განაწილდა: 

  • საქართველოს მოსახლეობის 31.7% თვლის, რომ უნდა პროტესტი უნდა გაგრძელდეს 
  • ამავე კითხვაზე თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 44.1% ასევე თვლის, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ხოლო 24.9% თვლის, რომ არ უნდა გაგრძელდეს.

კვლევა აწარმოა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან ერთად.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics