20:27 - 16 Jun, 2025
2025-06-15 14:29:53, 188 ნახვა

მსოფლიო/
ინდოეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 7 ადამიანი

15 ივნისის დილას, ინდოეთში, უტარკჰანდის შტატში კერძო კომპანია Aryan Aviation-ის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავიაკატასტროფის მომენტში, ვერტმფრენის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა. შვიდივე მგზავრი დაიღუპა.

ვერტმფრენი ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად ამინდით გამოწვეული ცუდი ხილვადობა სახელდება.

ადგილობრივი ხელისუფლება ვერტმფრენების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის გამკაცრებას აპირებს, ვინაიდან ბოლო პერიოდში უტარკჰანდის შტატში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა.

12 ივნისს, ახმადაბადში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 242 მგზავრიდან, მხოლოდ ერთი გადარჩა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics