2025-06-15 12:36:40, 250 ნახვა
მსოფლიო/ ნიკოლა სარკოზის საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვეს
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, უცხოური ლეგიონის ორდენი ჩამოართვეს. სარკოზი ისტორიაში საფრანგეთის მეორე პრეზიდენტია, რომელსაც უცხოური ლეგიონის ჯილდო ჩამოართვეს. პირველი ასეთი პრეზიდენტი, ნაცისტური გერმანიის კოლაბორაციონისტი ფილიპ პეტენი იყო, რომელიც 1945 წელს ოკუპანტებთან თანამშრომლობისთვის გაასამართლეს. ორდენის ჩამორთმევის ინიციატივის წინააღმდეგი იყო საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მისი თქმით, "მნიშვნელოვანია, რომ ყოფილ პრეზიდენტებს პატივს სცემდნენ". უცხოური ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც 1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა დააწესა. 2021 წლის მარტში სასამართლომ ნიკოლა სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო. 2014 წელს სარკოზი 2007 წლის მისი წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცის მისაღებად მოსამართლის მოქრთამვას ცდილობდა. ყოფილ პრეზიდენტს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი მიესაჯა, თუმცა, ციხის ნაცვლად, მას მისცეს შესაძლებლობა, რომ სასჯელი ელექტრონული სამაჯურით მოეხადა. 2023 წელს სარკოზიმ სააპელაციო სასამართლო წააგო, ხოლო 2024 წლის დეკემბერში საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დაამტკიცა. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს, ხოლო მისი ადვოკატები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში (ECHR) სარჩელის შეტანას გეგმავენ. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007 წლიდან 2012 წლამდე იყო.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ თავდაცვით პაკეტს, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზად არის 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |