21:08 - 16 Jun, 2025
2025-06-14 16:04:09, 374 ნახვა

მსოფლიო/
უკრაინამ 1200 ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 1200 ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, სტამბოლში მიღწული შეთანხმებების თანახმად რეპატრიაციის მორიგი ეტაპი გაიმართა.

შტაბში განაცხადეს, რომ ცხედრები, სავარაუდოდ, უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნით, თუმცა მათი ინდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზას შესაბამისი სამსახურები ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics