20:31 - 16 Jun, 2025
2025-06-14 14:46:13, 377 ნახვა

მსოფლიო/
Air India-ს რეისზე მყოფი 242 მგზავრიდან ავიაკატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა

12 ივნისს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად Air India-ის რეისზე მყოფი 242 მგზავრიდან მხოლოდ ერთი, 38 წლის ვისვაშ კუმარ რამეში გადარჩა.

ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტიდან გაფრენილმა Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენისთანავე განიცადა.

თავდაპირველად გადარჩენილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, თუმცა საბოლოოდ Air India-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავიაკატასტროფას ერთი ადამიანი გადაურჩა და ის საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ცოცხალმა გამოვაღწიე, ვფიქრობდი, რომ მეც მოვკვდებოდი". თქვა რამეშმა ინდოეთის სახელმწიფო მაუწყებელ, Doordarshan-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ის თვითმფრინავის საავარიო გასასვლელთან იჯდა, როდესაც აფრენიდან 5-10 წამში თვითმფრინავის წინა ნაწილი შენობებს შეეჯახა და შემდეგ ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

რამეშის მონათხრობის მიხედვით, ავარიის შემდეგ მან უსაფრთხოების ღვედი მოიხსნა და თვითმფრინავიდან გამოსვლა სცადა. 

"როდესაც ჩემი კარი გატყდა, დავინახე, რომ გასასვლელი იყო. მეორე მხარეს ხალხს არ შეეძლო გასვლა, რადგან ის კედელზე იყო შეჯახებული". - აღნიშნა რამეშმა. თვითმფრინავიდან გამოღწევის შემდეგ მან საკუთარ ოჯახის წევრებთან ზარი განახორციელა.

რამეში ბრიტანეთის მოქალაქეა და ინდოეთიდან ინგლისში საკუთარ ძმასთან ერთად ბრუნდებოდა, რომელიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

მედიის ცნობით, ბორტზე 169 ინდოეთის, 53 ბრიტანეთის, 7 პორტუგალიის და ერთი კანადის მოქალაქე იმყოფებოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics