2025-06-14 13:23:28, 348 ნახვა
პოლიტიკა პაატა მანჯგალაძე - დიქტატურა ვერ უძლებს მოძრაობას
ჩვენი დასავლელი მეგობრები ბევრს აკეთებენ და არიან ჩვენი ღირებული პარტნიორები მაგრამ ცრუ მოლოდინია, რომ ვიღაც სხვა, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს - ნუ დაემორჩილები ბოროტებას, ნუ შეასრულებ უკანონო დავალებას, ნუ იმუშავებ სისტემისთვის, რომელიც შენს ხალხზე ძალადობს,- ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დიქტატურა მაშინ ინგრევა, როდესაც ადამიანები მტკიცედ, მშვიდად და ერთად დგანან. „დიქტატურა ინგრევა, როცა ადამიანები დგანან მტკიცედ, მშვიდად და ერთად. ჩვენი დასავლელი მეგობრები ბევრს აკეთებენ და არიან ჩვენი ღირებული პარტნიორები მაგრამ ცრუ მოლოდინია, რომ ვიღაც სხვა ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს. განსაკუთრებული მადლობა სინდისის ყველა პატიმარს, ისინი ჩვენი წინააღმდეგობის მორალური ბირთვი და ენერგიაა. საქართველო არ ითხოვს ბევრს. უბრალოდ ნუ ემსახურები და ნუ გააძლიერებ ბიძინა ივანიშვილის ბოროტ სისტემას. ეს უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში ჩვენ და ჩვენთვის! როგორ მარცხდება დიქტატორი? როცა ვდგავართ ერთმანეთის გვერდით უმცროსი და უფროსი, სტუდენტი და მძღოლი, მასწავლებელი და გლეხი, სოფლის და ქალაქის მკვიდრი იქ მთავრდება მისი ძალაუფლება. ისტორიამ უკვე გვაჩვენა: მარკოსი (ფილიპინები), მილოშევიჩი (სერბეთი), სარქისიანი (სომხეთი). ყველა წავიდა, როცა ხალხმა თქვა — საკმარისია. ახლა ჩვენი ჯერია. დიქტატურა ვერ უძლებს მოძრაობას. ერთი დგება, მერე მეორე, მერე ასი, მერე ათასი და როცა მთელი ხალხი დგას, დიქტატურა ქრება. ნუ ველოდებით მხსნელებს, ლიდერებს ან დაუმარცხებელ გმირებს. არ არის საჭირო ლიდერების გაკერპება. ჩვენ თვითონ შეგვიძლია არ შევეგუოთ რეჟიმს და ერთად ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც სამართალზე დგას და არა ძალადობაზე და შიშზე. ნუ დაემორჩილები ბოროტებას, ნუ შეასრულებ უკანონო დავალებას, ნუ იმუშავებ სისტემისთვის, რომელიც შენს ხალხზე ძალადობს. დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას, მიდის და როცა მიდის ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას თავისუფლად, სულ ეს არის გამარჯვების მარტივი ფორმულა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ, თავდაცვის პაკეტია, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზადაა 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |