2025-06-14 12:55:50, 350 ნახვა
პოლიტიკა ლევან სანიკიძე ოპოზიციაზე - ხელის გადაგრეხას არავინ აპირებს, მაგრამ პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას მივიღებთ
თუ ქართველი ხალხი კომპრომისზე არ მიდის, თუ სინდისის პატიმრები კომპრომისზე არ მიდიან, არც ის ხალხი არ უნდა წავიდეს ივანიშვილთან კომპრომისზე და წულუკიანს ხარკი არ უნდა უხადოს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ამ ხალხის ლიდერი უნდა იყოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, მისთვის ის ხალხი უფრო დასაფასებელია, ვინც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო დაკისრებული გირაო არ გადაიხადა. „ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს, ვინც გადაიხადა, არ ვაკნინებ გადაწყვეტილებას და მათ ამ ქმედებას ეჭვქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ ვინც არ გადაიხადა, ბევრად ვუფასებ, რადგან მიმაჩნია, რომ ივანიშვილთან კომპრომისზე წასვლის დრო დიდი ხნის წინ დამთავრდა. თუ ქართველი ხალხი კომპრომისზე არ მიდის, თუ სინდისის პატიმრები არ მიდიან კომპრომისზე, არც ის ხალხი არ უნდა წავიდეს ივანიშვილთან კომპრომისზე და წულუკიანს ხარკი არ უნდა უხადოს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ამ ხალხის ლიდერი უნდა იყოს“, - განაცხადა სანიკიძემ. მან ასევე ისაუბრა მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და განაცხადა, რომ მათი პარტია არც კი განიხილავს მასში მონაწილეობას. „ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც ამ ვითარებაში გადახედვასაც კი არ ექვემდებარება, ფიქრიც კი სისულელეა, თუ ამ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ტარდება, თუ არ იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისია და თუკი, პოლიტპატიმრები ციხეში რჩებიან და მათი რიცხვი იზრდება, ჩვენ არც კი განვიხილავთ ფიქრსაც კი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე, რადგან ამას არსებული პირობებით არც კი ვუწოდებთ არჩევნებს. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, ხელის გადაგრეხას არავინ არ აპირებს, მაგრამ პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას მივიღებთ, რადგან საზოგადოების აზრი და ის რისხვა, რომელიც დამსახურებული აქვთ იმ პარტიებს, რომლებიც ახლა მერყეობენ შესვლა-არ შესვლაზე, მე მგონი საკუთარ თავზე გამოცადეს, მათივე პარტიებისთვის უმჯობესია, არ შევიდნენ და რაც ჰყავთ, ის ელექტორატი შეინარჩუნონ, ვიდრე შევიდნენ და ივანიშვილის სისტემურ ოპოზიციონერობაზე ხელი მოაწერონ“, - განაცხადა სანიკიძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ, თავდაცვის პაკეტია, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზადაა 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |