2025-06-14 11:58:28, 355 ნახვა
პოლიტიკა სახალხო დამცველი - ქვეყანაში შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების სიმცირეა
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შშმ პირთა უფლებების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავცრცელებს. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ქვეყანაში შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის სერვისების სიმცირეა. „14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნება, რომლის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი უფლებების რეალიზების ხელშეწყობა წარმოადგენს. მიუხედავად გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ შორისაა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის შეფერხებული პროცესი, უწყვეტ და ხარისხიან ინკლუზიურ განათლებაზე წვდომა, ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, ფიზიკური გარემოს, მომსახურებების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების მისაწვდომობა. ასევე პრობლემურია შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების რეალიზება. ხაზგასასმელია შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის სერვისების სიმცირე. კვლავ არ არსებობს საჭირო რეაბილიტაციის პროგრამები ზრდასრული შშმ პირებისათვის. საყურადღებოა ისიც, რომ შშმ ბავშვები არ მოიაზრებიან პერსონალური ასისტენტის სახელმწიფო პროგრამის სამიზნე ჯგუფად. ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები. ფსიქიატრიული დაწესებულებების უმეტესობაში არსებული პირობები ვერ უზრუნველყოფს იქ განთავსებულ პაციენტთა უფლებების დაცვასა და თერაპიულ მიდგომას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი, მიმდინარე წელს თემატური მიმართულებებით რამდენიმე სპეციალური ანგარიშის მომზადებას გეგმავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ, თავდაცვის პაკეტია, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზადაა 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |