|
2025-06-13 19:00:22, 552 ნახვა
პოლიტიკა ანა დოლიძე - მუნიციპალიტეტები არაფერს არ აკეთებენ ხალხის უსაფრთხოებისთვის
პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე 16 წლის მოზარდის მდინარე ლიახვში დახრჩობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, მან და მისმა გუნდის წევრებმა 2018 წელს დაიწყეს კამპანია “იცურე მშვიდად”, რომელიც წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის შემცირებას ისახავდა მიზნად, თუმცა, ანა დოლიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტები საზოგადოების უსაფრთხოებისთვის არაფერს აკეთებდნენ. „მორიგი უმძიმესი ტრაგედია. ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც დავიწყეთ კამპანია “იცურე მშვიდად”, რომელიც მიზნად ისახავდა წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის შემცირებას, შევიმუშავეთ რეკომენდაციები და წარვუდგინეთ ადგილობრივ თვითმმართველობებს. თუმცა, მუნიციპალიტეტები არაფერს არ აკეთებენ ელემენტარულად ხალხის უსაფრთხოებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ზომები უნდა მიეღო თედოწმინდაში მერის წარმომადგენელს - დავით ავაზნელს. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას”, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-14 13:44:11 უკრაინამ ურიუპინსკის ნავთობსაწყობსა და იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია 2025-12-08 09:48:34 სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა 2025-12-08 09:35:31 რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph 2025-12-08 09:27:50 ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ზელენსკის მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის სამშვიდობო გეგმა 2025-12-07 20:53:25 რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

