18:50 - 16 Jun, 2025
2025-06-13 17:35:50, 382 ნახვა

პოლიტიკა
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ საქართველოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი თანამომხსენებლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ედიტ ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ მიმდინარე რეპრესიებთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამომხსენებლებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს იმ ფაქტზე, რომ ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ აქტივისტებს სასამართლოში იმის გამო იბარებენ, რომ მათ სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიის წარმომადგენლები "შეურაცხყვეს".

თანამომხსენებლებმა ასევე გააკრიტიკეს ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ გამოუყენებელი არათანაზომიერი იურიდიული ზომების, მათ შორის, დაკავებების გამოყენება, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, რომლებიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომაზე უარს ამბობენ.

"მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამწვავებს სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს იმ ვალდებულებების პატივისცემისგან, რომლებიც მას ევროპის საბჭოს წევრის სტატუსით ეკისრება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არადემოკრატიული რეპრესიები განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირების მიმართ და შემოაბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული უკუსვლის გზიდან. ჩვენ კვლავ მზად ვართ შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას, შეასრულოს ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები". - აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics