2025-06-13 15:43:31, 371 ნახვა
სამართალი/ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულებს 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბათუმში, ბრალდებულები პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სუპერმარკეტ „ბილიონში", სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ მოლარეს და 2145 ლარს დაეუფლნენ. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ", მესამე ნაწილის „ა" და მეოთხე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) წარედგინათ. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ თავდაცვით პაკეტს, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზად არის 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |