2025-06-13 11:33:14, 287 ნახვა
სამართალი/ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. ბრალდებულმა პოლიტიკოსმა მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. სხდომას თავად ნიკა გვარამია არ ესწრება. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას კითხვაზე, თუ რატომ არ არის ნიკა გვარამია წარმოდგენილი, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა უპასუხა, რომ „მისი გადაწყვეტილებაა, დღევანდელ პროცესს არ დაესწროს". აღსანიშნავია, რომ ის არც გასულ პროცესს ესწრებოდა, რის მიზეზადაც მისმა ადვოკატმა "საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა" დაასახელა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა თქვან. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება ნიკა გვარამიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 30 000-ლარიანი გირაოს სავარაუდოდ, პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან ბრალდებულმა პოლიტიკოსმა მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |