2025-06-12 15:41:03, 340 ნახვა
სამართალი/ FB პოსტების გამო ჩანიშნული დავით ქაცარავას სასამართლო სხდომა გადაიდო
![]() ანტისაოკუპაციო მოძრაობის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე აღძრული საქმის განხილვა მოსამართლე დავით თეთრაშვილმა 20 ივნისის 15:00 საათამდე გადადო. საუბარია რეჟიმის საჩივრებზე, სადაც შსს მოქალაქეებს Facebook-პოსტების გამო, ქართული ოცნების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებს. ქაცარავა და მისი ადვოკატი სასამართლოში პროცესზე არ გამოცხადებულან. სწორედ აღნიშნული საფუძვლით გადადო მოსამართლემ საქმის განხილვა. გარდა ამისა დღეს ასევე გადაიდო იგივე საფუძვლით ჩანიშნული საჩივრების განხილვები ელენე ხოშტარიას, ვახო სანაიას, ანა სუბელიანისა და ბაია პატარაიას წინააღმდეგ. ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმი შსს-ში მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის. ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში 15-მდე პირის პროცესი ჩაინიშნა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ, თავდაცვის პაკეტია, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზადაა 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |