2025-06-10 19:26:36, 653 ნახვა
კორონავირუსი/ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. კერძოდ, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან დაიბრუნა მძიმედ დაჭრილები და ჯანმრთელობის მქონე პირები. „ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაბრუნებას, რაც სტამბულში იყო შეთანხმებული. დღეს მძიმედ დაავადებული და დაჭრილი ჯარისკაცების რუსული ტყვეობიდან დაბრუნების პირველი ეტაპია. ყველა მათგანი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქტი. გაცვლა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვიპოვოთ და დავიბრუნოთ თითოეული მათგანი, ვინც ტყვეობაშია. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში. ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები. შტაბში აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე გათავისუფლებული პირების ზუსტ რაოდენობას გაცვლის პროცესის დასრულების შემდეგ გამოაცხადებენ. უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა გუშინაც შედგა, რის შედეგადაც უკრაინამ დაიბრუნა 25 წლამდე ასაკის სამხედროების პირველი ჯგუფი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ თავდაცვით პაკეტს, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზად არის 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |