2025-06-04 12:58:11, 3849 ნახვა
High - Tech/ თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა
Microsoft-ისა და Nvidia-ს მიერ ორგანიზებული AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით სულ 16 სტარტაპი შეარჩიეს, თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი მოხვდა. HALF-CHAIN, FINA და GAIN საერთაშორისო ფინალისტთა ჯგუფში მოხვდნენ. ფინალისტი სტარტაპები მონაწილეობენ ექვსკვირიან ინტენსიურ აქსელერაციაში, რომელიც მოიცავს Microsoft-ისა და Nvidia-ს ტექნიკური და სტრატეგიული ექსპერტების მენტორობას. პროგრამის კულმინაციაა 13 ივნისს, ვარშავაში დაგეგმილი დემო დღე, სადაც სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქტები წარუდგინონ გლობალური, ტექნოლოგიური და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, მათ შორის: Mastercard, Microsoft, Nvidia და სხვა საერთაშორისო საბანკო და სადაზღვევო კორპორაციებს. პროგრამის მხარდამჭერ პარტნიორთა შორის, წელს პირველად გამოჩნდა თიბისი — რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი ტექ ეკოსისტემისა და სტარტაპების განვითარებას და მათ საერთაშორისო პლატფორმებთან ინტეგრაციას. 13 ივნისს, დემო დღეზე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი- გიორგი ყანჩაველი მიწვეულია ჟიურის წევრად, რაც ხაზს უსვამს კომპანიის რეპუტაციასა და ტექნოლოგიური ლიდერობის სტატუსს რეგიონში. ჟიურის წევრობა ნიშნავს უშუალო ჩართულობას სტარტაპების შეფასების პროცესში და ხელოვნური ინტელექტის მომავლის შესახებ თიბისის ხედვის გაზიარებას ფინანსურ სექტორში. თიბისი განაგრძობს აქტიურ ჩართულობას ტექნოლოგიურ ინიციატივებში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, და მიზნად ისახავს ქართული სტარტაპების გლობალურ წარმატებაში თანამონაწილეობას.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |