2025-06-02 14:16:29, 655 ნახვა
საზოგადოება/ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 112 და დაზიანდა 1 763 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა და საგზაო შემთხვევათა რიცხვი 20%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ ეკა ლალიაშვილმა „კვირის პრესკლუბში“ განაცხადა, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა წარმოადგინა. „პირველ-სამ თვეში დაიღუპა 112, დაზიანდა 1763 პირი, 1660 საგზაო შემთხვევა მოხდა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს გვაჩვენებს, რომ 20%-ით არის გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი და საგზაო შემთხვევები, 18%-ით აზრის გაზრდილი დაზიანებულთა ოდენობა. ვფიქრობ, რომ აღნიშნული სტატისტიკა საყურადღებოა, რადგანაც 20%-იანი ზრდა უკვე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და სახელმწიფო დონეზე რაღაც აუცილებლად გასაკეთებელია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ფეხით მოსიარულე 50 პირი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაღუპულთა შორის ყოველი მეორე იყო ფეხით მოსიარულე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ ქვეითების უსაფრთხოების კუთხით პროაქტიული ქმედებები დაიწყოს. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს და დარღვევებს, ფეხით მოსიარულეთა მიმართულებით წამყვანი იყო დარღვევების ოდენობა. ასევე, წამყვან ფაქტორად რჩება სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც მაღალ მსხვერპლს იწვევს საგზაო შემთხვევების დროს, ასევე მანევრირების დროს საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება. ეს წამყვანი ფაქტორები გამოწვევად კვლავ რჩება. ჩვენთვის ეს ძალიან შემაშფოთებელია“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |