2025-06-02 13:06:29, 617 ნახვა
საზოგადოება/ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი სტუდენტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი სტუდენტების, ლიკა ლორთქიფანიძისა და ლუკა ნაცვლიშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან როგორც ილიაუნის სტუდენტები და ლექტორები, ისე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც, რომლებიც ადგილზე 12 საათიდან იკრიბებიან და ერთდღიან გაფიცვასა და აქციას აწყობენ. მათ უნივერსიტეტთან ბანერებიც გაშალეს, წარწერებით - „არალეგიტიმური მთავრობა უნდა გადადგეს“, „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“. შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი". მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. რაც შეეხება ლუკა ნაცვლიშვილს, ის ბათუმში აქციაზე დააკავეს და ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |