2025-05-21 18:41:55, 1481 ნახვა
სპორტი/ ხვიჩა კვარაცხელია - საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსები ისაუბრა. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ასეთი შესაძლებლობა მომეცა, ეს ახდენილ ოცნებას ჰგავს. ჩემი გზა ძალიან გრძელი იყო და სირთულეებით სავსე, თუმცა ყველაფერი გადავლახე. საქართველო მუდამ ჩემთან იქნება. მან ყველაფერი მომცა და ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ. მინდა, სამშობოსთვის რაღაც გავაკეთო, რადგან ჩვენთვის ასეთ დონეზე ასვლა რთულია. ლუის ენრიკეს ჩემი დახმარება არ სჭირდება. „ინტერთან“ ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, რამდენად ძლიერები არიან. თუ ჩემი რჩევა საჭირო იქნება, ყველაფერს ვეტყვი. ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ. მე, ფაბიან რუისსა და ჯანლუიჯი დონარუმას „ნაპოლი“ ძალიან გვიყვარს. ვფიქრობ, ისინი „სკუდეტოს“ მოიგებენ და ეს ნეაპოლელებისთვის დიდი ზეიმი იქნება — მათ ტიტული ნამდვილად ეკუთვნით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |