2025-05-17 12:48:30, 1289 ნახვა
სხვადასხვა/ Tbilisi Pride - სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს
Tbilisi Pride 17 მაისთან, ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სოლიდარობას უცხადებს რეჟიმის მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს. ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ წელს, 17 მაისს საქართველო ლგბტქ თემის "საგანგაშოდ გაუარესებული უფლებრივი მდგომარეობით" ხვდება. "საერთაშორისო ლგბტქ ორგანიზაცია ILGA-ს მიერ ახლახანს გამოქვეყნებული ანგარიშიც ადასტურებს - ლგბტქ ადამიანების უსაფრთხოების ინდექსში ევროპის 49 ქვეყნიდან, საქართველო 44-ე ადგილს იკავებს. ეს 2013 წლიდან მოყოლებული ისტორიული მინიმუმია". - წერს ორგანიზაცია. Tbilisi Pride წერს, რომ საქართველოში ლგბტქ თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას ხელი ქართული ოცნების ატორიტარულმა მმართველობამ შეუწყო. "ლგბტქ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის საგანგაშო უკუსვლა ქართული ოცნების მიერ მიღებული სიძულვილზე დაფუძნებული ანტი-ლგბტქ კანონითა და ავტორიტარული მმართველობითაა განპირობებული. ჯერ კიდევ არჩევნების გაყალბებამდე და მასობრივი ტერორის წარმოებამდე, ფაშისტურმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, ქვიარ თემი გაექრო ყოველგვარი საჯარო თუ კერძო სივრციდან, უფლებადაცვითი დოკუმენტებიდან, ხელოვნებიდან თუ კულტურიდან; დაეკანონებინა სიძულვილი, დევნა, ცენზურა და ჩაგვრა. ქართული ოცნების მმართველობის დასაწყისიდან დღემდე, ქვიარ თემი ყოველწლიურად ვხდებოდით სახელმწიფოს მხრიდან წახალისებული ჩაგვრისა და ძალადობის სამიზნე. ეს ძალადობა არასდროს იყო ქართველი ხალხის ნება, არამედ, სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, წაეხალისებინა ძალადობრივი ჯგუფები. ჩვენ გვესმის, რომ ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა დღეს განუყოფელია საერთო სახალხო ბრძოლისგან ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ერთმანეთის გაძლიერებით, ერთად დგომითა და ურთიერთსოლიდარობით შევძლებთ ავტორიტარიზმის დამარცხებას. ამიტომ, დღეს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს, რადგან ჩვენ ყველაზე პირველმა გამოვცადეთ, რას ნიშნავს, იდევნებოდე, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი". - წერს ორგანიზაცია. 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. 17 მაისს საპატრიარქო, წლებია, "ოჯახის სიწმინდის" დღეს უწოდებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |