2025-05-07 10:56:46, 1249 ნახვა
სხვადასხვა/ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მებრძოლი დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მებრძოლი, აზოვის პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი დააჯილდოვა. "დღეს პატივად მერგო, უმაღლესი მთავარსარდლისგან მიმეღო ჩემი ქვედანაყოფის და მისი თითოეული მებრძოლის დამსახურების, ბრძოლის და შრომის აღიარება — ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა. მადლობა პირველ რიგში ჩემს პირად შემადგენლობას გაღებული მძიმე ფასისათვის, რაც დღეს სახელმწიფომ და უმაღლესმა მთავარსარდლობამ აღიარა და, შესაბამისად, დააფასა. არაფერია იმაზე დიდი პატივი და სიამაყე სამხედროსთვის და მეთაურისთვის, ვიდრე მისი ქვედანაყოფის, პირადი შემადგენლობის შრომის და ბრძოლის დაფასება. ბრძოლა გამარჯვებამდე. დიდება უკრაინას", — წერს გიორგი ქუფარაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს. ქართული არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, გიორგი ქუფარაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ქალაქ მარიუპოლს რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის პირველი დღეებიდან იცავდა. 2022 წლის 17 მარტს ერთ-ერთ ბრძოლაში ქუფარაშვილი დაიჭრა. მას ოპერაცია "აზოვსტალის" ქარხნის მიწისქვეშა სარდაფში გაუკეთეს და, მიუხედავად დაღუპვის აშკარა რისკისა, 22 მარტს უკრაინელი მფრინავების წარმოუდგენელი გმირობის ფასად, მან შეძლო ალყაშემორტყმული ქარხნიდან ევაკუაცია.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |