2025-05-04 12:00:47, 1378 ნახვა
სხვადასხვა/ Amnesty - ქართული მედია მთავრობის მიერ მშვიდობიან პროტესტზე თავდასხმის წინა ხაზზე იმყოფება
ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, ქართული მედია ხელისუფლების მშვიდობიან პროტესტზე თავდასხმის წინა ხაზზე იმყოფება. "პოლიცია ჟურნალისტებს აქციების გაშუქებაში მიზანმიმართულად უშლის ხელს, მათ შორის, უკანონო ძალის გამოყენებით". - წერია ორგანიზაციის ანგარიშში. Amnesty International გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებაც წერს. "ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტს შეუერთდა, ამჟამად დაკავებულთაგან ერთ-ერთია და მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით მიმდინარეობს". - წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთელ რეგიონში საიმედო ინფორმაციაზე წვდომა სულ უფრო იკლებს, მაშინ როცა "დეზინფორმაცია საზოგადოებრივ სივრცეში სულ უფრო დომინანტური ხდება".
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |