2025-05-01 21:20:37, 1548 ნახვა
კომენტარი/ ანა დოლიძე ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ხანძარზე - ყოველ წელს მსგავსი ხანძარი ხდება და დღემდე არც ერთი არ არის გამოძიებული
![]() კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ხანძარი იყო. ანა დოლიძის თქმით, მსგავსი ხანძარი ყოველ წელს ხდება და დღემდე არც ერთია გამოძიებული. ,,ეს წუხილი რაც აქ არის და რაც იყო, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენთან არის ე.წ ხელისუფლება, რომელსაც აქვს ერთი ამოცანა თვითონ გამდიდრდნენ და დანარჩენი მოსახლეობა გავღარიბდეთ. ეს მაფიოზური ჯგუფი მდიდრდება და დანარჩენი მოსახლეობა ღარიბდება. ამიტომაც არ უნდათ ამათ ევროკავშირი, რადგან ევროკავშირი აგებულია სოციალურ დაცვაზე. წლებია დავდივარ მსგავს შემთხვევებზე, რამდენიმე წლის წინ ვიყავი სამგორში, როდესაც იქ ხანძარი გაჩნდა. იმის წინ ვიყავი ლილოში, თუმცა დღემდე არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ერთი და იგივე ხდება ყოველთვის, ერთი შემთხვევა მითხარით, სადაც ხანძარი გაჩნდა, შემდგომ გამოძიება ჩატარდა და ვინმე პასუხისგებაში მიეცათ. არ არსებობს ეგ ერთი საქმე, მითხარით რომელიც გამოიძიეს. ერთი და იგივე ხდება ყოველთვის, ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე ხანძარი გამოძიებულიყო. რა გახდა ის, რომ აქ ამ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი სოციალური დაცვა, ადამიანი არ იყოს დაუცველი ასეთი უბედურებებისგან?”, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ თავდაცვით პაკეტს, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზად არის 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |