|
2025-04-24 15:37:56, 893 ნახვა
კორონავირუსი/ კიევში 25 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
კიევში, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. „25 აპრილი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა დედაქალაქზე მტრის მასშტაბური თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად“, - აღნიშნა კლიჩკომ. რუსეთმა 24 აპრილის ღამეს უკრაინაზე, დრონებითა და რაკეტების გამოყენებით, მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში 9 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-14 13:44:11 უკრაინამ ურიუპინსკის ნავთობსაწყობსა და იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია 2025-12-08 09:48:34 სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა 2025-12-08 09:35:31 რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph 2025-12-08 09:27:50 ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ზელენსკის მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის სამშვიდობო გეგმა 2025-12-07 20:53:25 რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

