2025-04-17 09:43:15, 417 ნახვა
კომენტარი/ ლევან წულაძე - დათო დოიაშვილის გათავისუფლება არის ძალიან დიდი უსამართლობა
ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, ძალიან დიდი უგუნურება და დანაშაული ქართული კულტურის წინაშე, - ასე ეხმაურება რეჟისორი ლევან წულაძე (ჭოლა) “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას. ლევან წულაძის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კულტურის სფეროს პასუხი შეიძლება იყოს „აღშფოთება და პროტესტი“. „არსებობს პოლიტიკა და არსებობს კიდევ ქართული თეატრის მომავალი. დავით დოიაშვილი იყო ის ადამიანი, ვისაც ქართული თეატრი წინ მიჰყავდა, საუკეთესო რეჟისორი იყო ქართველ რეჟისორებს შორის. მისი ასე გადაგდება იმიტომ, რომ ვინმეს რაღაცა არ მოსწონს, ეს არის დანაშაული ქართული კულტურის წინაშე. პოლიტიკა შეიცვლება, გაივლის ყველაფერი, მაგრამ კულტურის დაღუპვა და მკვლელობა არ შეიძლება“, - განაცხადა ლევან წულაძემ. კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო". შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ "საპროტესტო მანიფესტი" გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობია, საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, რამდენიმე თვეა გაფიცულია.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს 2025-05-01 14:21:42 ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |