|
2025-03-20 23:51:27, 3774 ნახვა
სპორტი/ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს 3-0 მოუგო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში სომხეთის ნაკრებს 3:0 მოუგო. მატჩი ერევანში, ვაზგენ სარგსიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მიმდინარეობს. მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა. გეორგი (გიორგი) მიქაუტაძემ ორჯერ გაიტანა: 37-ე და 59-ე წუთებში. აღსანიშნავია, რომ ათასობით ქართველი გულშემატკივარი ერევანში "ჯვაროსნების" მხარდასაჭერად გაემგზავრა. ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-14 13:44:11 უკრაინამ ურიუპინსკის ნავთობსაწყობსა და იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია 2025-12-08 09:48:34 სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა 2025-12-08 09:35:31 რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph 2025-12-08 09:27:50 ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ზელენსკის მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის სამშვიდობო გეგმა 2025-12-07 20:53:25 რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

