2024-11-22 17:36:56, 7687 ნახვა
სამხედრო/ სპეციალური ოპერაციების სარდლობა 25 წლისაა - საზეიმო ცერემონიალი მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და მებრძოლებს განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, სიმამაცისა და სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. სარდლობის იუბილესთან დაკავშირებით, პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებითა და უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“ და „გენერალი კვინიტაძე“. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სპეციალური ოპერაციების სარდლობის შეიარაღება და აღჭურვილობაც დაათვალიერეს. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა მოწვეული სტუმრებისთვის პოლიგონზე ტაქტიკური საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს. თავდაცვის მინისტრი, მუხროვანში, ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. სპეციალური ოპერაციების სარდლობის თანამედროვე სტანდარტების ბაზის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ თავდაცვით პაკეტს, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზად არის 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |