2025-07-23 16:19:55, 2822 ნახვა
პოლიტიკა სამმა ამერიკელმა სენატორმა MEGOBARI-ს აქტი დაბლოკა
ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ იუწყება, რომ სამი სენატორი MEGOBARI-ს აქტის მიღებას ბლოკავს. როგორც რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, საუბარია სენატორებზე მარკვეინ მალინს, მაიკ ლიზე და რენ პოლზე. „MEGOBARI აქტს, ორპარტიულ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც პუტინის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უჭერს მხარს, სამი სენატორი: მარკვეინ მულინი, მაიკ ლი და რენ პოლი ბლოკავს. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს - რატომ? ეს მნიშვნელოვანი კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ“, - წერს ალექს რაუფოღლუ. MEGOBARI-ს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს და ვიზების შეზღუდვებს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. MEGOBARI აქტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. მის ოფიციალურ სახელწოდებაში ასევე შედის: „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-10 17:52:43 უკრაინულმა დრონებმა სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, ერთი ადამიანი დაიღუპა 2025-08-10 14:37:19 „უკრაინის საბოლოო კოლაფსამდე“: პუტინი ტრამპთან სამიტით კმაყოფილია, მაგრამ დათმობებზე არ მიდის - WP 2025-08-10 12:37:23 თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს 2025-08-10 11:01:09 ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა პუტინთან შეთანხმების სანაცვლოდ ტერიტორიებს არ დათმობს 2025-08-10 10:55:20 ევროპა მხარს უჭერს უკრაინის უარს ტერიტორიების დათმობაზე პუტინის მხრიდან დათმობების გარეშე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |