13:37 - 16 Jul, 2025
2025-07-03 15:20:09, 850 ნახვა

სპორტი/
ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ავტოკატასროფაში დაიღუპა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა  ავტოკატასროფაში დაიღუპა  იგი ამავე დროს იყო კლუბ ლივერპულის შემტევი. ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი ჟოტა ესპანეთში ისვენებდა, კასტილია დე ლეონის მხარეში მანქანით მიდიოდა. მანქანამ გზიდან გადაუხვია და დაიწვა...

დიოგუ ჟოტასთან ერთად დაიღუპა მისი ძმა, ანდრე.

ფეხბურთელს 10 დღის წინ ქორწილი ჰქონდა. ლივერპულში კი ზეგ უნდა ჩასულიყო...

დიოგო ჟოტამ ბევრად რთული გზა გაიარა, ვიდრე სხვა პორტუგალიელმა ფორვარდებმა. რა პორტუ, რა ბენფიკა, რა სპორტინგი, პატარ-პატარა გუნდებშიც კი იწუნებდნენ.  პასუშ დე ფერეირაში თამაშობდა და იქაც თავის დროზე დიდი წვალებით მოხვდა.

ინტერვიუში გაიხსენა, რომ ბავშვობაში ყველა გუნდში იწუნებდნენ.

მანამდე თბილისშიც აქვს ნათამაშები: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში. საქართველო-პორტუგალია 2:3... აი, გიორგი დევდარიანის გუნდთან, რომელსაც ჰყავდა ოთარ კიტეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, გიორგი ხარაიშვილი, ლუკა ზარანდია და სხვები. ჟოტა იმ ნაკრებში შეცვლებზე შედიოდა.

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics