2025-05-31 17:14:46, 666 ნახვა
მსოფლიო/ საფრანგეთში ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში სიგარეტის მოწევა იკრძალება
საფრანგეთში ღია სივრცეში, რომლებიც ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია, მათ შორის ზღვის სანაპიროებზე, პარკებში და ავტობუსის გაჩერებებზე, სიგარეტის მოწევა იკრძალება. ახალი აკრძალვა, რომელიც საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, კატერინ ვოტრენმა 29 მაისს გამოაცხადა, ძალაში 1 ივლისიდან შევა. "თამბაქო უნდა გაქრეს იქ, სადაც ბავშვები არიან" - თქვა ვოტრენმა მოწევის თავისუფლება "მთავრდება იქ, სადაც ბავშვის სუფთა ჰაერის სუნთქვის უფლება იწყება" - აღნიშნა მან. აკრძალვა სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზეც გავრცელდება. დამრღვევებს 135 ევრომდე ჯარიმა დაეკისრებათ. მინისტრმა აღნიშნა, რომ აკრძალვა კაფეების ტერასებს არ შეეხება. ასევე, აკრძალვა არ შეეხება ელექტრო სიგარეტებს. საფრანგეთში უკვე აკრძალულია მოწევა საჯარო სივრცეებში, როგორიცაა სამუშაო ადგილები, აეროპორტები და მატარებლის სადგურები, ისევე როგორც საბავშვო მოედნები.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-08 14:44:49 რუსეთი - კიევისგან ოფიციალურ პასუხს ველით, რომ ცხედრების გადმოცემა მოხდება 2025-06-07 13:41:27 უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე სუ-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს 2025-06-07 12:34:51 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად საბავშვო პარკში, ის მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა 2025-06-07 09:57:53 პუტინის რეჟიმმა ხარკოვი დაბომბა: დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი იზრდება 2025-06-06 10:41:03 კიევში რუსული საჰაერო დარტყმის შედეგების ლიკვიდაციის დროს მაშველები დაიღუპნენ ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
მთავარი თემა
![]() |