07:23 - 27 Nov, 2026
2026-11-26 22:30:01, 889 ნახვა

საზოგადოება/
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო

ბათუმში, ევროპა ლიგის ძირითადი ეტაპის მეხუთე ტურის ფარგლებში თურქული ბეშიქთაშის და ისრაელის ჰაპოელ ბეერ შევას შორის მატჩი მიმდინარეობს - საქართველო ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური დაპირისპირების გამო ნეიტრალურ ზონად შეირჩა.

ქალაქში მობილიზებულია სპეცრაზმი - პარალელურად, ქუჩებში თურქი გულშემატკივრები სკანდირებენ ლოზუნგს: „ჩვენ მუსტაფა ქემალის ჯარისკაცები ვართ“.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს თურქი გულშემატკივრების დიდი რაოდენობა, რომელთა ნაწილიც მკვეთრად გამოხატული ნაციონალისტური განწყობებით გამოირჩევა.

მატჩის დაწყებამდე თურქებმა სტადიონზე პალესტინის დროშა გაშალეს და პალესტინის მხარდამჭერი და ანტიისრაელური შეძახილები გააჟღერეს. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა კი საპასუხო ზომები გაატარეს.

 




ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics