07:36 - 27 Nov, 2026
2026-11-26 12:10:36, 624 ნახვა

კომენტარი/
ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას

„პაატა ბურჭულაძის შესანიშნავი ბანი ავსებდა საოპერო თეატრებს ვენიდან კოვენტ-გარდენამდე და ლა სკალამდე, მაგრამ საქართველოს ოლიგარქებს მისი ხმის ეშინიათ. რატომ? იმიტომ, რომ მან თავისუფლება და დემოკრატია მოითხოვა“, — თქვა ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა (Renew Europe) ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ პაატა ბურჭულაძე ავსტრიის მოქალაქეც არის.

„ქართველები — ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც — ქუჩაში გამოდიან. მათ საქართველოსა და ევროპის დროშები უჭირავთ და ასევე მღერიან „სიხარულის ოდას“, ეს ამ ერის სიმამაცის გამორჩეული გამოვლინებაა. ჩვენ ვიცნობთ რუსულ პროქსი-ძალებს. ადრე თუ გვიან ისინი მარცხდებიან. ეს ვნახეთ უნგრეთში, სერბეთსა და სირიაში, სადაც მოსკოვის კლიენტები ერთმანეთის მიყოლებით დამარცხდნენ. ამიტომ მოდით, მივიღოთ ეს რეზოლუცია. მოვითხოვოთ პაატას დაუყოვნებელი გათავისუფლება. ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტი 26 ნოემბერს კენჭს უყრის რეზოლუციას პაატა ბურჭულაძისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics