|
2026-11-25 17:01:48, 1465 ნახვა
ეკონომიკა/ სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
სელფი მობაილი უკვე მეორე წელია რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის სპონსორია. ფესტივალი წელს 26-28 ნოემბერს იმართება და მეათე საიუბილეო ღონისძიება იქნება. DataFest Tbilisi აერთიანებს მონაცემთა მეცნიერებს, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებს, ტექნოლოგიური კომპანიების, სტარტაპების, ბიზნესის, მედიისა და კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლებს. ფესტივალის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის უახლეს ტენდენციებს, მათ პრაქტიკულ გამოყენებასა და განვითარების შესაძლებლობებს. სამდღიანი პროგრამა მოიცავს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, პრაქტიკულ ვორკშოპებსა და თემატურ შეხვედრებს. ტექნოლოგიურ კომპანიად (TechCo) ტრანსფორმაციის ფარგლებში, სელფი მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტექნოლოგიების გარშემო ცოდნის გაზიარებას, ინოვაციურობის განვითარებასა და ციფრული განათლების გავრცელებას. DataFest Tbilisi სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ქმნის ახალი იდეების, თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას. ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.datafest.ge/
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

