|
2026-11-25 16:29:57, 1280 ნახვა
ეკონომიკა/ საქართველოს ბანკის კამპანიებმა ADCE-ს საერთაშორისო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა
საქართველოს ბანკის კამპანიებმა ADCE-ს საერთაშორისო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა. Art Directors Club of Europe (ADCE) Awards-ს ფარგლებში გამარჯვებულები ბარსელონაში გამოვლინდნენ. საქართველოს ბანკის სამმა კამპანიამ, რომელიც სტუდია JoyBoy-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, სამი მედალი მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:
შეგახსენებთ, რომ ADCE Awards (Best of European Design and Advertising) ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო კრეატიულ ნამუშევრებს ავლენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ADCE-ის 25 წევრის მიერ ორგანიზებული ადგილობრივი ფესტივალების, ასევე ევროპაში არსებული სხვა კონკურსების მონაწილე კამპანიები და სააგენტოები. შედეგად, ADCE-ის ფარგლებში, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე აღიარებული ნამუშევრები ევროპულ ასპარეზზე ინაცვლებს. წელს, 35-ე გამოცემის ფარგლებში, კონკურსი პირველად გაიხსნა ADCE-ის წევრი კლუბების ადგილობრივი კონკურსების ყველა მონაწილისთვის. ამ მიდგომამ კრეატიულ პროფესიონალებს საშუალება მისცა, საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ და საერთაშორისო ცნობადობა მოეპოვებინათ. წლევანდელ კონკურსზე 801 ნამუშევარი იყო წარდგენილი. გამარჯვებული ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://adceurope.awardhub.org/
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

