|
2026-11-25 16:15:52, 1185 ნახვა
პოლიტიკა სუს-ის უფროსმა პარლამენტში ანგარიში 15 წუთში დაასრულა, კითხვა პასუხის რეჟიმი კი დაიხურა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა 15 წუთში დაასრულა. თამაზ ბორაშვილმა საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე ისაუბრა და ყურადღება 2025 წლის ოქტომბრის მოვლენებზე, BBC-ის გამოძიებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა.
პლენარული სხდომის დახურვის საკითხი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ დასვა. ტაბატაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვა საიდუმლოების დაცვას საჭიროებს და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, პლენარული სხდომა შეკითხვების დასმის ეტაპიდან ანგარიშის განხილვის დასრულებამდე დახურული იყოს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

