|
2026-11-25 13:27:22, 1336 ნახვა
ეკონომიკა/ ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში 1,5 მლნ ლარის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მომდევნო წლის 1 თებერვლიდან კიდევ უფრო ამკაცრებს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის წესებს. გადაწყვეტილება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე დღეს, 25 ნოემბერს, მიიღეს. არსებული წესით, უცხოურ ვალუტაში სესხის აღება შესაძლებელია: თუკი ადამიანს ხელფასი ერიცხება იმავე ვალუტაში; თუკი თანხის მოცულობა ეკვივალენტ ლარში 1 000 000 ლარზე ნაკლებია. 2027 წლის 1 თებერვლიდან კი ადამიანს, რომელსაც ლარში აქვს შემოსავალი, უცხოურ ვალუტაში ფულის სესხება შეეძლება, თუკი 1,5 მლნ ლარის ეკვივალენტზე მეტი დასჭირდება. „ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, ფინანსურ სექტორთან კოორდინაციითა და არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას განაგრძობს“, - წერია ბანკის განცხადებაში. უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე შეზღუდვების დაწესება 2017 წლის 20 იანვრიდან დაიწყო. თავდაპირველად ლიმიტი 100 000 ლარი იყო, 2019 წლის 23 იანვრიდან კი 200 000 ლარამდე გაიზარდა. მას შემდეგ ეს რიცხვი მუდმივად მზარდია.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან

